0 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

"ავერსი-რაციონალმა" საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგების მიხედვით მუდმივი ლიდერის სტატუსი მესამედ მიიღო

 

15 აპრილს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის  და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების მეთორმეტე  ცერემონიაზე, ქართულ ფარმაცევტულ საწარმოს "ავერსი-რაციონალს" გადაეცა საერთაშორისო ჯილდო "Leader of the Year". მუდმივი ლიდერის სტატუსი მან უკვე მესამედ მიიღო.

- შვეიცარიულ და ნაციონალურ ბიზნეს რეიტინგებში გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია, იმისა, რომ ყველაფერს ხარისხიანად, მაღალ დონეზე ვაკეთებთ - აღნიშნა "ავერსი-რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ. მისივე თქმით, საერთაშორისო რეიტინგებზე  კომპანიების წარდგენა სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით ხდება, მაგალითად: როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები. ინფორმაცია  დგება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჯარო მონაცემების მიხედვით, რაც ობიექტურ, ციფრებზე დაყრდნობილ შედეგებს უზრუნველყოფს.

ორგანიზაცია "საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის" ხელმძღვანელმა მაკა კუტუბიძემ აღნიშნა, რომ წლევანდელ ცერემონიაზე ჯილდო გადაეცათ ქართულ და უკრაინულ წარმატებულ კომპანიებს; კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში. ჯილდო მათი პროფესიონალიზმის და წარმატების დასტურია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები