0 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის ბიზნეს გიდი - თქვენი მრჩეველი საბანკო სფეროში

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით თიბისი ბიზნეს გიდის მომსახურებას გთავაზობთ. 

ბიზნეს გიდი მომხმარებელს ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობას უმარტივებს და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.  ბიზნესის გიდის დახმარებით, უკვე შესაძლებელია, პირველად საქართველოს ბაზარზე თიბისის ფილიალებში დაარეგისტრიროთ კომპანია, რაც მოხმარებლისთვის დიდი კომფორტი და დროის დაზოგვაა.

 

თიბისის ფილიალში მისულ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს თვითდასაქმებული თუ კომპანიის წარმომადგენელი, დახვდება კვალიფიციური, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდი, რომელიც საბანკო და არასაბანკო პროდუქტებსა თუ პროცესებს გააცნობთ,  რაც მეწარმეებს  საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაეხმარება.

 

თუკი აქამდე, მომხმარებლის დროის დიდი ნაწილი სესხებზე, საოპერაციო პროდუქტებზე,   კომპანიის რეგისტრაციაზე, ტრენინგებზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც თიბისიში სპეციალური გადამზადება გაიარეს. ეს კი მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს.

 

ბიზნეს გიდი სრულად ემსახურება იურიდიულ პირებს (გარდა ტრანზაქციების განხორციელებისა). რისი გაკეთება შეუძლია ბიზნეს გიდს?

 

o   ბიზნეს გიდი დაარეგისტრირებს კომპანიებს, მომხმარებელს გაუხსნის ანგარიშებს, შეიტანს ცვლილებას;

o   ბიზნეს გიდი მომხმარებელს დაურეგისტრირებს ყველა ბიზნეს პროდუქტს (ბარათები, ელ პროდუქტები, სახელფასო ბარათები, ბიკომი, ინკასაცია, ცნობები, ამონაწერები, ტარიფების შეთანხმება, დეპოზიტები, ქეშ ქავერი, ინტეგრაცია და ა.შ);

o   კონსულტაციას გაუწევს მომხმარებელს და დაურეგისტრირებს ფეიმენთ პროდუქტებს (ტერმინალი, სალარო ტერმინალი, იკომერსი, ჯეოფეი და ა.შ.);

o   კონსულტაციას გაუწევს სესხებთან დაკავშირებით;

o   დაურეგისტრირებს სადაზღვეო პროდუქტებს;

o   ბიზნეს გიდი მომხმარებელს ინფორმაციას მიაწვდის თიბისი ბიზნესში არსებულ არაფინანსურ პროდუქტებზე  და პროექტებზე (სტარტაპერი, ბიზნესდაჯილდოება, ტრეინინგები და ა.შ).

 

ამ მომსახურების სამიზნე აუდიტორია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან, ასევე მეწარმე ფიზიკური პირებიც, რომლებსაც ნებისმიერი სახის ბიზნეს კონსულტაცია სჭირდებათ. ბიზნეს გიდთან მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც თბილისის ფილიალებში,  ისე სხვა ქალაქებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები