0 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თითქოს ყველაფერი მე–19 საუკუნიდან მოგვყვება – ჩვენი მიზანია, ვიყოთ ამ სექტორის რეფორმების ავანგარდში- REFORMA Construction

„რეფორმების თვალსაზრისით სამშენებლო სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია, ამ ინდუსტრიაში თითქოს ვერაფერი ვერ შეიცვლება და ყველაფერი უცვლელად მოგვყვება მე-19 საუკუნიდან.

ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ ამ სექტორის რეფორმების ავანგარდში და ჩვენი ახალი სახელიც - REFORMA ამ ამბიციის გამომხატველია“, - განაცხადა REFORMA Construction Management Company-ს (ყოფილი „ენსისი“) დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, გეგი ქელბაქიანმა.

NCC Construction-მა რებრენდინგი განიცადა და REFORMA Construction-ი გახდა, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად განსხვავებულია NCC-ის ძველი სტრუქტურისგან და ახალი ჰოლდინგური კომპანია გახდება გენერალური კონტრაქტორი, რომელიც შვილობილი კომპანიების - REROUTE, RENOVATE, RENTAL, REZORT, მენეჯმენტით იქნება დაკავებული.

REFORMA-ს შვილობილი კომპანია REROUTE გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობით იქნება დაკავებული; RENOVATE პარკების, ფასადების, კულტურული ძეგლებისა თუ შენობების რეაბილიტაციისა და მშენებლობის სექტორში იქნება წარმოდგენილი; კომპანია RENTAL სამშენებლო ტექნიკის გაქირავებით იქნება დაკავებული; სტუმარმასპინძლობის სექტორში კი წარმოდგენილი იქნება კომპანია REZORT.

„ჩვენი კომპანიის საქმიანობა ხარისხსა და მომხმარებელზეა ორიენტირებული, თითოეულმა ჩვენმა მშენებლობამ ხალხს ცხოვრება უნდა გაუუმჯობესოს“, - განაცხადა გეგი ქელბაქიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები