0 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 15 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელმა და მმართველმა კომპანიამ – შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ გალტ & თაგარტის დახმარებით, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ეს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ პირველი ემისიაა, რაც პანდემიის, ადგილობრივი თუ რეგიონალური გამოწვევების პირობებში კომპანიის სტაბილურობას, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხს და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით მოლოდინებს უსვამს ხაზს.

 

ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 6.75%-ით განისაზღვრა, რაც ადგილობრივ ბაზარზე არაფინანსური სექტორის წარმომადგენლების პირველადი აშშ დოლარის ემისიებისთვის, კუპონის აქამდე დაფიქსირებული უპრეცედენტო განაკვეთია. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა მოხდება 2024 წლის 28 იანვარს. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების დაინტერესება, დაებანდებინათ თავისუფალი ფულადი სახსრები საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ, სტაბილურ და წარმატებულ კომპანიაში, ძალიან მაღალი იყო. ინვესტორთა მოთხოვნამ გადააჭარბა გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას.

 

„მოგეხსენებათ, გალტ & თაგარტთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით, შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ წარმატებით განახორციელა 15 მლნ. აშშ დოლარის ობლიგაციების ემისია. მოხარულები ვართ, რომ კომპანიის სტაბილურმა განვითარებამ, ზრდის ტემპმა და ნდობის მაღალმა ხარისხმა, განაპირობა ინვესტორთა დიდი ინტერესი და მაღალი მოთხოვნა ემისირებულ ფასიან ქაღალდებზე, რომელთა სრულად ათვისებაც, გამოშვებისთანავე განხორციელდა. ობლიგაციების შეძენის გზით, ინვესტორებმა მოახდინეს თანხის დაბანდება უძრავი ქონების ბაზრის ლიდერ კომპანიაში, რომელიც მათთვის საიმედო პარტნიორი გახდა. მადლობას ვუხდით გალთ & თაგარტს პარტნიორობისთვის და ინვესტორებს გამოჩენილი ინტერესისა და ნდობისთვის“,- ლევან მესხელი, შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“–ს დირექტორი.

 

„მსურს, პირველ რიგში, მივულოცო „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება და მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტმა წვლილი შეიტანა კომპანიის მიერ ხელსაყრელი დაფინანსების მოძიებაში. მჯერა, რომ ეს ნაბიჯი უფრო მეტად გაამყარებს ბაზარზე კომპანიის წამყვან პოზიციას და წვლილს შეიტანს კომპანიის სამომავლო განვითარებასა და დაფინანსების სტრუქტურის გაუმჯობესებაში.  მიუხედავად საქართველოში, რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი არაერთი გამოწვევისა, ინვესტორების მხრიდან აღნიშნული ინსტრუმენტისადმი მნიშვნელოვნად მაღალი ინტერესი და აქტივობა დაფიქსირდა და შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე არაფინანსური სექტორის პირველადი ემისიისთვის უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი დადგინდა. მინდა მორიგი წარმატება მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, - ოთარ შარიქაძე, გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორი.

 

შპსაი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას”  შესახებ:

 

შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია ფლობს და წარმატებით მართავს მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრებს: „სითი მოლი საბურთალო“ და „სითი მოლი გლდანი“, ასევე, პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრს – „სითი თაუერი“.

 

„სითი მოლი საბურთალო“ 120 000 მ²–ზე განთავსებული სავაჭრო ცენტრია, რომელიც ვაჟა–ფშაველას N70–ში მდებარეობს, ამავე მისამართზე ოპერირებს ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“, რომელიც 11 000 მ²–ს ითვისებს და სადაც მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიის ოფისი ფუნქციონირებს. „სითი მოლი გლდანი“ მდებარეობს ი.ვეკუას N1–ში და 40 000 მ²–ზე განთავსებული სავაჭრო სივრცეა. სითი მოლის სავაჭრო ცენტრები 400–ზე მეტი წამყვანი, საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ბრენდის მაღაზიას აერთიანებს. უნიკალური ბრენდ მიქსი, გამორჩეული ადგილმდებარეობა, კომფორტული და ინოვაციური ინფრასტრუქტურა სავაჭრო ცენტრებს მომხმარებლის რჩეულ – შოპინგის, გართობისა და სოციალიზაციის სივრცეებად აპოზიციონირებს.

 

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ წარმოადგენს ბაზრის უპირობო ლიდერს უძრავი ქონების სწრაფად მზარდ და განვითარებად სექტორში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები