0 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წელს საქართველო ​„ოსკარზე" ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონს“ წარადგენს.

ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე, საქართველოს სახელით, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის, ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს. ფილმის ოსკარზე ნომინაციის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი.

 

ოჯახური დრამა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ეხმიანება, როგორიც ემიგრაციაში წასული ქართველებია. ამერიკაში, თამაშდამოკიდებული შვილის გადასარჩენად ჩასული მამის მთავარ როლს, ლეგენდარული ქართული მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი - ლევან თედიაშვილი ასრულებს. 

 

ფილმში ასევე მონაწილეობენ მსახიობები - კახი კავსაძე, გიორგი ტაბიძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე, ლაურა რეხვიაშვილი, თორნიკე ბზიავა. კახი კავსაძის პერსონაჟი, არტისტის ბოლო კინოროლია. სწორედ ამიტომ, „მეოთხე ბრაიტონი“ ლეგენდარული მსახიობის ხსოვნას ეძღვნება.

 

„მეოთხე ბრაიტონისთვის“ სცენარი ბორის ფრუმინმა დაწერა. ფილმის დამდგემლი ოპერატორი კი, „ოსკარზე“ საუკეთესო კინოოპერატორის ნომინაციაში ორგზის ნომინირებული ფედონ პაპამაიქლია.

 

„მეოთხე ბრაიტონის“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის ივნისში, ნიუ-იორკში, ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ნამუშევარი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციებში, მთავარი ჯილდოების მფლობელი გახდა. 

 

პრემიერის შემდეგ, ფილმმა სხვადასხვა ფესტივალზე არაერთი აღიარება და პრიზი მოიპოვა. მათ შორის, ლოს-ანჯელესში, აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. 

 

ფილმის შესახებ დადებითი რეცენზიები არერთ მნიშვნელოვან ამერიკულ გამოცემაში დაიბეჭდა.ფილმის აშშ-სა და კანადაში გაქირავების უფლებები ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა სადისტრიბუციო კინო კომპანიამ - “კინო ლორბერმ” შეიძინა.

 

თბილისის რიგით 22-ე საერთასორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს,  გაიმართება მეოთხე ბრაიტონის” პრემიერა.

 

თიბისი კონცეპტი, როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, ქართული კინოს პოპულარიზაცის მიზნით, კინომოყვარულებსა და მომხმარებლებს, ფილმის ექსკლუზიურ ჩვენებასა და საინტერესო შეხვედრებს პირდება. 

 

ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოება 2022 წლის 27 მარტს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები