1 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი 23 - წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტი, ძიუდოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც 81-კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცს ტატო გრიგალაშვილმა აჯობა და საქართველოს მონაგარს ოქრო და ვერცლის მედლები შეემატა.

შესაბამისად, ტატო გრიგალაშვილი 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ხოლო ვლადიმერ ახალკაცი სამშობლოში ვერცხლის მედლით ბრუნდება.ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგა.

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, როგორც წონაში, ისე აბსოლუტურ ცხრილში 6 667 ქულით. შეგახსენებთ, ოლიმპიადის შემდეგ პირველი ტურნირი ზაგრების გრან-პრი იყო, სადაც გრიგალაშვილმა გაიმარჯვა,

ხოლო შემდეგ პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბოლოს კი უნგრეთის ჩემპიონატზე გამარჯვებითაც  გაგვახარა .

„ძალიან მოხარული ვარ , რომ გავიმარჯვე ევროპის ჩემპიონატზე, წინა წელს გამართული ევროპის ჩემპიონატის ტიტული წელსაც დავიცავი და მეოთხედ გავხდი ევროპის ჩემპიონი.დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და ჩვენ ნაკრებს კი ვულოცავ მიღწეულ წარმატებას. “-  განაცხადა ტატომ.

„აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი 

სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი

სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი 

პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ

ტურნირებში.

‘’აჭარაბეთმა” შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი,სადაც 

გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები