1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მობაილ ბანკს სამომხმარებლო სესხის ფუნქციონალი დაემატა

აქ.ახლა - თიბისის მობაილბანკში სამომხმარებლო სესხის აღება, საუკეთესო პირობით, ავტომატურადაა შესაძლებელი. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა.                                                                                                                                      

ფუნქციონალის გააქტიურებას მომხმარებლები მობაილ ბანკიდან შეძლებენ და თან 100-მდე ერთგული ქულით დასაჩუქრდებიან. 1 ერთგული ქულა 1 ლარის ტოლია და დაგროვილი ქულების გამოყენება  შესაძლებელია ერთგულის პარტნიორ ობიექტებში.

მობაილბანკიდან აღებული სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი - 14.5%, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 18%-დან იქნება.

სესხის აღება მომხმარებლებს მობაილბანკის შეთავაზებების კატეგორიიდან შეუძლიათ, სადაც, სასურველი პირობების არჩევის და ხელშეკრულების დადასტურების შემდგომ, თანხა მათ ანგარიშზე აისახება.

 

შეთავაზებით  სარგებლობისთვის აუცილებელია მობაილ ბანკის აპლიკაციის განახლება.

 

ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.products.tbconline.ge/digital-loan

კომენტარები

მსგავსი სიახლეები