1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბილაინის აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა უკვე შეუძლიათ

ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის" წევრი, მომხმარებელს ვირტუალური სიმ ბარათით (eSIM) სარგებლობას სთავაზობს. eSIM- ი (Embedded SIM) სმარტფონში ჩაშენებული ვირტუალური სიმ ბარათია და აბონენტებს ყველა იმ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. eSIM-ი თანამედროვე გადაწყვეტაა, რომელიც მომხმარებელს უქმნის მნიშვნელოვან კომფორტს, აძლევს მოქნილობას და თავისუფლებას. გარდა ამისა, eSIM-ის გააქტიურება მარტივად და სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი - დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ბილაინის ვებ-გვერდის მეშვეობით. eSIM-ს აქვს არაერთი უპირატესობა ფიზიკურ ბარათთან შედარებით - ის არ ფუჭდება და არ იკარგება, მისი გამოცვლაც ონლაინაა შესაძლებელი.
ბილაინის eSIM-ის გააქტიურების პროცესი მარტივი ეტაპებისგან შედგება და საჭიროებს ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სმარტფონის მოდელის მითითებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას და ფოტოს გადაღებას ვებგვერდის მეშვეობითვე. პროცესის დასასრულს, მომხმარებელი იღებს QR კოდს და მისი დასკანირებით ხდება eSIM-ის აქტივაცია.
კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის, ბილაინის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია აქტივაციის პროცესის აღმწერი ვიდეოები და დეტალური ინფორმაცია, როგორც iOS ასევე Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებისთვის.
eSIM-ის ღირებულება 5₾ შეადგენს. ბილაინის აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულება 5₾ შეადგენს. როგორც eSIM-ის ყიდვის, ასევე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში აბონენტები ბილაინისგან 5GB ინტერნეტს საჩუქრად იღებენ.
eSIM-ის აქტივაცია ფიზიკურ სიმ ბარათთან ერთადაც ხდება, შესაბამისად აბონენტებს ერთდროულად ორი ნომრით სარგებლობა შეუძლიათ. ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობისთვის სმარტფონს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა. ასეთი სმარტფონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბილაინის ვებ-გვერდზე.
„მოხარული ვარ, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო თანამედროვე გადაწყვეტა eSIM -ის სახით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ნებისმიერ დროს, სმარტფონზე თავად გაიაქტიურონ ახალი სიმ ბარათი ან eSIM -ით შეცვალონ უკვე არსებული. ბილაინის მიზანია ყოველთვის მიაწოდოს მომხმარებელს საუკეთესო ციფრული პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც უმარტივებენ ჩვენი სერვისებით სარგებლობას და მათ მიღებას რეალურ დროში, როგორც და სადაც არ უნდა ჭირდებოდეთ" - ამბობს ბილაინის გენერალური დირექტორი, ლაშა ტაბიძე.

 

###

შეკითხვებით მოგვმართეთ:
[email protected]

ბილაინის შესახებ
ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო") შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი" (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი" ჯგუფის შესახებ: www.veon.com

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები