1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოსბანკთან პარტნიორობით „ციტადელი“ საქმიანობას აფართოებს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „ციტადელი" საქმიანობას აფართოებს.

კომპანია მომხმარებელს 30-მდე კატეგორიის, საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო-სარემონტო მასალებსა და ტექნიკას სთავაზობს, მათ შორის: საყალიბე სისტემებს, კოშკურა ამწეებს, ჰიდროიზოლაციას, თბო და ხმის იზოლაციას, უსაფრთხოების სისტემებს/აქსესუარებს, ელექტროობას, განათების სისტემებს, ლამინირებული იატაკის ფილებს, ბაღის აქსესუარებს, ფანერებსდა ა.შ.

„ციტადელს" მომხმარებელთან ურთიერთობის რამდენიმე მიმართულება აქვს არჩეული, ესენია: დისტრიბუცია, საცალო, ონლაინ და კორპორატიული გაყიდვები. ჩვენი პრიოტიტეტი მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: ROCKWOOL, SVEZA, PERI, ICOPAL, PENOPLEX,TGM, COMANCA და სხვა", - განმარტავს ციტადელის ფინანსური დირექტორი, ირაკლი შეყილაძე

„2001 წლიდან „ციტადელი" სამშენებლო სფეროში მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს, იმისათვის, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნას. საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებსდა სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შევძელით ნდობასა და ხარისხზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება ჩვენს მომხმარებელთან. ჩვენი მიზანია კიდევუფრო გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები, შევინარჩუნოთ ლიდერი კომპანიის სტატუსი და გავზარდოთ პარტნიორთა რიცხვი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე", - აცხადებს ირაკლი შეყილაძე.

"ციტადელი" ამჟამადთბილისში, ქუთაისსა და ბათუმში რვა სავაჭრო სივრცეს აერთიანებს და 250 -ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. პროდუქტის რეალიზაციას კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სომხეთში ახორციელებს. „ციტადელის" პროდუქციით შესრულებულ პროექტებს შორისაა „TWIN TOWERS", "სითი მოლი", "რედკო გუდაური", „თბილისი გარდენს", „M3 საბურთალო", „არქი ფიჭვები" და სხვ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები