1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეგეტა მოტორსმა თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თეგეტა მოუწოდებს გუნდის წევრებს,Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. თეგეტა მწვანე ზონა - კომპანიაში ამ სახელწოდებით ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია მიმდინარეობს. თეგეტა თანამშრომლების Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად მოტივაციისთვის რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
მსურველებისთვის თეგეტა აორგანიზებს მასობრივ ვაქცინაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - რეგისტრაციისა და ვაქცინაციის კაბინეტებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფით.
ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად კომპანიის შიგნით მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია - თეგეტას გუნდის წევრებს ყოველდღიურად ეგზავნებათ ცნობიერების ასამაღლებელი ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით. კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრა პროფესიონალებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომლებიც თეგეტელების კითხვებს პასუხობენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
საორგანიზაციო და საინფორმაციო ნაწილის გარდა კომპანიაში წამახალისებელი საჩუქრები და აქტივობებიც აქვთ პასუხისმგებლიანი თანამშრომლებისთვის, ვისაც ვაქცინაციით პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეაქვს:
• თანამშრომლები, რომლებიც 31 აგვისტომდე აიცრებიან დამატებითი დეიოფით და ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდებიან;
• ასევე პირველ 5 ფილიალსა და დეპარტამენტს, რომლის 80% აიცრება და გახდება მწვანე ზონა კომპანია აღიარების ნიშნად პერსონალურ გასართობ ღონისძიებებს მოუწყობს
• ყოველ კვირეულად იმართება გათამაშება აცრილ თანამშრომლებს შორის, სადაც აქვთ შესაძლებლობა ელექტრო სკუტერი მოიგონ
• ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის იმართება შემეცნებითი აქტივობები - ფოტოგრაფიის მასტერკლასი, ლიტერატურული დისკუსიები ქართველ ავტორებთან ერთად და შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
„თეგეტას გუნდმა პანდემიის პერიოდში პროფესიონალიზმისა და საერთო საქმისადმი თავდადებისმაგალითი აჩვენა. ახლა ჩვენი გუნდი ვირუსის პრევენციისთვის, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად ერთიანდება.
ჩვენი მიზანია, რომ თეგეტა გახდეს მწვანე ზონა - პირველი მასშტაბური კომპანია, სადაც თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იქნება. რადგან ჩვენთვის გუნდის წევრების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. ვაქცინაციას კი წესების დაცვასთან ერთად, უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა პანდემიის შესაჩერებლად." - ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა მოტორსის ფინანსური დირექტორი.


თეგეტა მოტორსისთვისვირუსის გავრცელების პრევენცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამისთვის, ვაქცინაციის წახალისების პარალელურად, კომპანიაში მკაცრად კონტროლდება უსაფრთხოების ნორმები, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი რგოლის თანამშრომლები კი 2 კვირია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები