2 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

უვადო მოსამართლემ, სავარაუდოდ, 4 წლის ბავშვს დაარტყა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია გიგაურმა, სავარაუდოდ 4 წლის ბავშვს დაარტყა. კადრებში კარგად ჩანს თუ როგორ გაარტყა სახეში ხელი შავებში ჩაცმულმა ქალმა თავის შვილთან ერთად მყოფ ბავშვს. მცირეწლოვანის დედის მტკიცებით, მოსამართლე მწყობრიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ბავშვები წაკინკლავდნენ. 

 

ნაცემი ბავშვის მშობელმა, სალომე აბულაძემ ექსკლუიური ინტერვიუ მთავარ არხს მისცა. მცირეწლოვანის დედის მტკიცებით, მოსამართლე ბავშვს საქმეს პირდაპირ სათამაშო სკვერში ურჩევდა, ფრაზებით - "ვის შვილს დაარტყი, უზრდელო, თავხედო ბავშვო?!”. 

 

ფაქტზე პოლიციის მთავარმა სამმართველომ არასრულწლოვანის ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა უწყებას მოსამართლე ჯერ არ გამოუკითხავს. დედა დარწმუნებულია, რომ მიზეზი მაია გიგაურის გავლენებია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები