0 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

iPlus პეკინის 15 ნომერში ახალ ფილიას ხსნის და ფასდაკლებებს აცხადებს

“აიპლიუსი” პეკინის 15 ნომერში, ახალ ფილიალს ამატებს, რომელიც მომხმარებლებს ხვალ, 12:00 საათიდან მოემსახურება. ამჟამინდელი ფილიალის, პეკინის 11-ის გადატვირთულობიდან გამომდინარე “აიპლიუსმა” გადაწყვიტა გააფართოვოს მაღაზიათა ქსელი და პეკინის ქუჩაზე ახალ მაღაზიას ხსნის.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ახალი ფილიალის გახსნით “აიპლიუსი” დამატებით 20-მდე ადამიანს დაასაქმებს. “პეკინის ქუჩა მაღალი დატვირთვით გამოირჩევა, რადგან ჩვენი მაღაზია პეკინის 11-ში ძალიან გადატვირთულია, გაჩნდა საჭიროება ამ ქუჩაზე დაგვემატებინა ახალი მაღაზია. ხვალ, 12:00 საათიდან სრული დატვირთვით ამუშავდება ახალი ფილიალი პეკინის 15 ნომერში”, - აცხადებს “აიპლიუსის” პეკინის 15-ის მენეჯერი გვანცა კვიჟინაძე.

“აიპლიუსი” ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით 3 დღე - 16, 17 და 18 მაისს ახალ ფილიალში ფასდაკლებებს აცხადებს: iPhone-ის ეკრანის დამცავებზე 50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება და ფასი 12 ლარიდან დაიწყება. iPhone-ის აქსესუარების ფასს 20%-დან 30%-მდე დააკლდება. Apple-ის ტექნიკის შეძენისას მომხმარებლები ქეშბექით ისარგებლებენ. Apple-ის ორიგინალი აქსესუარები: Lightning - 22 ლარი, EarPods - 29 ლარი და iPhone-ის დენის დამტენი - 25 ლარი ეღირება.

გახსნის საზეიმო ცერემონია ხვალ, 16 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდი კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 032 219 60 60

კომენტარები

მსგავსი სიახლეები