გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის ა...
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა...
|
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენის შესახებ შსს-ში დღეს ბრიფინგი გაიმართა.
განცხადება სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ გააკეთა:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.
გიორგი გიორგანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს - გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. მათ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები.
შეთანხმებისამებრ, გიორგი გიორგანაშვილი ირაკლი ქორიძის დაფინანსებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც იმყოფებოდა 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში, მან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი, სხვადასხვა ზომის ნატეხები და ფხვნილი.გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში ფარულად შეხვდა ჯაბა ხულორდავას და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით გადასცა მის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.
2017 წლის 25 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაატარეს ჯაბა ხულორდავას პირადი და ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს გიორგი გიორგანაშვილის მიერ მისთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალებები.
გიორგი გიორგანაშვილისთვის ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობისთვის ბრალის წარდგენის საფუძველს იძლევა შემდეგი მტკიცებულებები:ათამდე მოწმის ჩვენება, ასევე, ირაკლი ქორიძის, გიორგი გიორგანაშვილის და ჯაბა ხულორდავას ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის ანალიზი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა სახის დასაბუთებული მტკიცებულებები.
ამ დროისთვის, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, წარედგინა ახალი ბრალი. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს კი, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს პატიმრობა უკვე შეეფარდა.ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით." განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა...
ასეთი ინფორმაციები მათ შორის, „ბიბისის" მიერ გამოქვეყნებული იყო სხვა დროსაც და ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები ასეთ ინფორმაციაზე სათანადოდ ვერ და არ რეაგირებენ, ალბათ იმიტომ, რომ შესაბამი...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც გიგაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.ცნობისთვის, ვაკი...
ვრცელდება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსულმა სანქცირებულმა კომპანია “როსნეფტმა”, საქართველოში საწვავი შემოიტანა. კერძოდ, ამ დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის 4 ოქტომბერს, რუსული სანქცირებულ...
მომსახურების სააგენტოს სერვისების გარკვეული საფასურები იზრდება. საქმე ის არის, რომ პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწ...
გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო საქართველოს მთავრობამ 30 ივლისი გლოვის დღედ გამოა...
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს: “როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი, უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს. 1) მოქალაქეებს შთააგონ...
ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების ...
ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გამო ახალი სანქციები დაუწესა. სულ სანქციების პაკეტი 5 პუნქტს მოიცავს: ფინანსური სექტორი, ენერგიტიკის სექტორი, ტრანსპორტის სექტორი, ექსპორტის ფინანსირების ...
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელმაც უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, უკრაინელ ჯარისკაცებს მოუწოდებს, იარაღი დაყარონ. პუტინი ამტკიცებს, რომ რუსული ჯარების შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში ა...
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართავს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. საგა...
იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება “მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია, ქვეყნის შიგნით “მწვანე პასპორტი” სავალდებულო აღარ იქნება დღეიდან.&...
მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილ...
პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგულაციების პაკეტი ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შემდეგ მოამ...
ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲪᲣᲓᲘᲐ ᲗᲣ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔᲐ ᲣᲙᲐᲜᲝᲜᲝ ᲛᲝᲡᲛᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ. ᲘᲡᲔ, ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲢᲔᲚᲔᲕᲘᲖᲘᲘᲓᲐᲜ ᲤᲐᲑᲠᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘᲪ ᲑᲔᲕᲠᲘ ᲒᲕᲘᲜᲐᲮᲐᲕᲡ, ᲪᲘᲚᲘᲡᲬᲐᲛᲔᲑᲔᲑᲘᲪ. ᲡᲐᲛᲬᲣᲮᲐᲠᲝᲓ, ᲗᲐᲕᲐᲓ ᲢᲔᲚᲔᲕᲘᲖᲘᲔᲑᲛᲐ ᲨᲔᲒᲕᲐᲩᲕᲘᲔᲡ, ᲠᲝᲛ ...
ოთხი ტელეკომპანია: "Tv პირველი", "ფორმულა", "მთავარი არხი" და "კავკასია" 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს.ტელევიზიების მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში აღნიშნული ტელეკომპანიებ...
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ...
პროკურატურის მტკიცებით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ “ტვ პირველის’ ეთერში გასული აუდიოჩანაწერებში ბერას ხმით მოსაუბრე პირი 13-18 წლის ასაკისაა, ღარიბაშვილის – 25-30 წლის, ხოლო...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5...
სექტემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები