1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნატო-ს ასამბლეაზე როცა ჩვენი საკითხი გადიოდა, დარბაზში არ იყო, „შოპინგზე“ იყო, ან „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა - ირაკლი ბერაია აქუბარდიას

"ოცნების" დეპუტატების თავდასხმა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე გრძელდება. ამჯერად შეურაცხყოფა ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მიაყენა.

„იმ სამარცხვინო ტყუილს უნდა გამოვეხმაურო, რისი თქმაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას - ამ უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას. ჯერ იყო და ის თქვა, თურმე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მან კარგად იცის, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო.

ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის სხდომაზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები