0 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სერჟ სარგსიანი გადადგა

  სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი რამდენიმე წუთის წინ გადადგა.

"შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

 რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებსდა,რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. 

 სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური უნდა ყოფილიყო.  საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევდნენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩენილიყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები