0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია და თავს ჯანმრთელად ვგრძნობ - ცინარიძის მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს

ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის მეუღლე “კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც მანანა ბოლოთაშვილი აცხადებს, მას ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია და თავს ჯანმრთელად გრძნობს.

“ამ ეტაპზე, გამოძიების მიმდინარეობის გამო, კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ.
თუმცა აღვნიშნავ, რომ ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია, ვარ ჯანმრთელად.
როგორი რთული გასავლელიც  უნდა იყოს ცხოვრების გზა, ის მაინც შენი გასავლელია და ბრძოლად ღირს”, – განუცხადა მანანა ბოლოთაშვილმა “კვირას”.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.
მანანა ბოლოთაშვილმა და დავით ცინარიძემ ოჯახი 15 წლის წინ შექმნეს. წყვილს 3 შვილი ჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები