1 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამას იწყებს

თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდება.

გუნდური ქოუჩინგის სრული სასწავლო კურსი შედგება სამი მოდულისგან. პირველი მოდული, „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“ ეფუძნება გუნდის განვითარების დინამიკის და გუნდურობის შესახებ ცოდნას, საუკეთესო პრაქტიკას და მიდგომებს. კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდებთან მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა და ინსტრუმენტები პრაქტიკაში. ტრენინგი მიმდინარეობს ინტენსიურ ფორმატში და ეფუძნება პრაქტიკულ მუშაობას. კურსი აკრედიტებულია EMCC-სა და ICF-ის მიერ.

ტრენინგი განკუთვნილია ბიზნეს ლიდერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, ფასილიტატორებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, HR ლიდერებისთვის და პროფესიონალებისთვის, ვისი მიზანია გუნდებთან მუშაობა, გუნდების მხარდაჭერა და ამ გზით ბიზნესის ზრდა და განვითარება. ქოუჩის კომპეტენციების ცოდნა ამ მოდულზე არ მოითხოვება. 

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კურსზე დასასწრებად მოქმედებს 12%-იანი ფასდაკლება.

დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები