0 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გორში, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი პასუხისმგებლობას გარდაცვლილის ქმარს აკისრებს

გორში, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი პასუხისმგებლობას გარდაცვლილის ქმარს აკისრებს.

მათი თქმით, 28 წლის ირინა თოიძეს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება.

ფაქტია, რომ ეტყობა ძალადობა. ან შემოარტყა ან დაარტყა. ნასვამი იყო, რა ვიცი, ეწევა ის ბიჭი რაღაცეებს, რა ჭკუაზე იყო ის ბიჭი ვინ დაინახა. რა თქმა უნდა, ყველა ქმარს ვადანაშაულებთ. კოპი აზის, თვალი აქვს ჩალურჯებული, ყბა აქვს დასიებული, ტუჩი აქვს მოკვნეტილი - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი მაია ბაღაშვილი.

ერთ-ერთი ვერსიით, ქალი ჯერ გაძარცვეს შემდეგ კი მოკლეს.   

საქმეზე გამოძიება შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო თუმცა, ოჯახი საგამოძიებო უწყებას საქმის გადაკვალიფიცირებას სთხოვს და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები