0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მშურს ყველა ასეთი ქალის. რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია ასაკი, ნაოჭი, ჭაღარა"

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში, ფოტოებს და ტექსტს აქვეყნებს:

კიანუ რივზი 55 წლის არის. მისი რჩეული 46. უბრალოდ ქალმა გადაწყვიტა ჭაღარა თმა არ შეიღებოს და ჩვენსავით ბევრი ბოტოქსით ნაოჭები არ გადაისწოროს. ტუჩები არ დაიბეროს და კისრის ნაოჭიც ადგილზე დატოვოს.

მშურს ყველა ასეთი ქალის. რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია კარდაშიანების სამყარო. კიდია ასაკი, ნაოჭი. და მისი სტანდარტი ინდივიდუალიზმია და არა მასა, რომელიც ითხოვს იყო ისეთი, როგორც თვითონ არის.

და აქვე დავდებ ფოტოს, რა მოხდებოდა ქალს რომ თმები შეეღება, წამწამები დაეკრა, ნაოჭები გაექრო და ტუჩის ოდნავ გაეპუტკუნებინა:)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები