2 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში სასტუმრო Twenties გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ლუი პასტერის N5/7-ში, სასტუმრო Twenties გაიხსნა. 

 

სასტუმროს დიზაინი და გარემო, 1920-იანი წლების ამერიკის ესთეტიკითაა შექმნილი.

 

სასტუმრო აერთიანებს  34 ოთახსა და ტერასას, სადაც სტუმრებს ქართულ-ევროპული სამზარეულოსა და საავტორო კოქტეილების დაგემოვნება შეუძლიათ.

 

პროექტის ჯამური ღირებულება 3,430,000 მლნ. დოლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 3,040,000 მლნ. დოლარს შეადგენს.

 

"მოხარული ვართ, რომ თბილისს 20-იანი წლების ამერიკის სული შევმატეთ. ჩვენი ამოცანა სტუმრებისთვის უნიკალური და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაა, რაც მათ, ერთდროულად, საქართველოს მდიდარი კულტურითა და 20-იანების ეპოქის ატმოსფეროთი ტკბობის საშუალებას მისცემს”, - მალხაზ კურტანიძე, სასტუმრო Twenties-ის დამფუძნებელი.

 

სამომავლოდ, სასტუმრო საქართველოს მასშტაბით გაფართოებას გეგმავს.

 

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდებს:

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები