1 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინელებმა კურსკში, მე-3 სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი გაანადგურეს

უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

მდინარე სეიმზე ხიდის განადგურების შესახებ  ინფორმაცია, თავდაპირველად, რუსულ Z ტელეგრამ არხებზე გავრცელდა.

უკრაინული მედიების ინფორმაციით, ეს რუსების ლოგისტიკისთვის ძლიერი დარტყმაა – ახლა რუსი სამხედროების მომარაგება მხოლოდ დროებითი ხიდით ან ნავებით იქნება შესაძლებელი.

ეს კურსკის ოლქში რიგით მესამე ხიდია, რომელიც უკრაინელებმა გაანადგურეს. 16 აგვისტოს იერიშის შედეგად პირველი, ხოლო 18 აგვისტოს მეორე სტრატეგიული ხიდი დაინგრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები