2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ როგორც რაღაც უცნობი და უსახო ომის პარტიად, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა - პრეზიდენტი

"30 წელზე მეტია რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული, ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის მანძილზე არაერთი კრიზისი, ვნებათა ღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს, აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ქვეშ. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინც ცდილობდა ჩვენ განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. [...] დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ როგორც რაღაც უცნობი და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში თუ კონფრონტაციაში, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა. ჩვენ და პირველ რიგში თქვენ ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა მე-19 საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას, იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი, მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა" - მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯარს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები