0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Autogallery-მ საქართველოში Zeekr-ის ბრენდის ელექტრომობილი შემოიყვანა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესიავტომწარმოებლის GEELY Holding-ის პრემიუმ ბრენდის Zeekr-ის ელექტრომობილი Zeekr 001 საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ელექტრომობილი „თეგეტა ქარსში“ შემავალმაკომპანია Autogallery-მ შემოიყვანა.  

 

Autogallery - რომელიც ქართულ ბაზარზე პრემიუმხარისხის ელექტრომობილების რეალიზაციასახორციელებს, მუდმივად ცდილობს, ახალი, ინოვაციური ბრენდები შესთავაზოს მომხმარებელს. სწორედ ამ მიზანს უკავშირდება ახალი ბრენდისსაქართველოში გამოჩენაც. 

 

Zeekr-ი GEELY Group-ის მიერ შექმნილი პრემიუმ ბრენდია, რომელიც სრულად ელექტრულ ავტომობილებს აწარმოებს. ელექტრომობილის პირველი მოდელი Zeekr 001 ოფიციალურად 2021 წელს გამოვიდა. 

 

ლევან თაღიაშვილი, Autogallery-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი:

„Zeekr 001 ზუსტად ის ავტომობილია, რომელიც Autogallery-ს პროფილს შეესაბამება - პრემიუმ ელექტრომობილი, რომელიც თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.  მხოლოდ ერთი ტესტდრაივია იმისთვის საკმარისი, რომ მისი მართვის დროს გამოცდილი ემოციები არასდროს დაგავიწყდეს. 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად დაახლოებით 3.8 წამია საჭირო. მისი ინტერიერი და ექსტერიერი უნიკალური და გამორჩეულია. Zeekr 001-ს ყველაფერი აქვს, რაც მომავლის ავტომობილს სჭირდება. მოგეხსენებათ, ავტომობილების შეძენისას მნიშვნელოვანი კომპონენტი საგარანტიო მომსახურებაა. Autogallery მომხმარებლებს Zeekr 001 YOU 100KWH(Z Sport)-ის შეძენის შემთხვევაში 2-წლიან გარანტიას (ან 100,000 გარბენი) სთავაზობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ისიამოვნებთ ახალი ავტომობილით, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიისგან სათანადო მხარდაჭერასაც მიიღებთ“.

 

საინტერესო ფაქტია, რა დაშიფრა GEELY-მ Zeekr-ის სახელწოდებაში: Zeekr: Z - არის ნული და ნიშნავს ნულიდან დაწყებას, განვითარების შესაძლებლობებს; E - ელექტრული; E - ევოლუცია; სიმბოლურად განასახიერებს ელექტროენერგიით გამოწვეული ეპოქის ევოლუციას; Kr - (კრიპტონი) ქიმიური ელემენტი - იშვიათი გაზი. 

 

რაც შეეხება თავად ავტომობილს - Zeekr 001 YOU 100KWH (Z Sport) Autogallery-ს შოურუმში იქნება წარმოდგენილი. ეს ავტომობილი სპორტულ ხასიათსა და შესანიშნავ ექსტერიერს აერთიანებს. ელექტრომობილის სიმძლავრე 544  ცხენის ძალაა, ხოლო მაქსიმალური მაბრუნი მომენტი - 686  ნმ.მ.. ZEEKR 001 YOU-ს ერთი სრული დამუხტვით 656 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. 0-დან 100 კმ-მდე აჩქარებას კი 3.8 წამი სჭირდება. 

 

ავტომობილის ექსტერიერთან ჰარმონიულადაა შერწყმული ინტერიერიც, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური დეტალებითა და კომფორტით.  Zeekr 001 ცნობილია ფუნქციონალური დეტალებით და ძვირადღირებული, მდგრადი მასალების გამოყენებით. 

 

კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და ექსკლუზიურობას Yamaha-ს აუდიოსისტემა ქმნის. უკანა კლიმატკონტროლი დამატებითი სენსორული ეკრანით კონტროლდება, რომელიც  წინა სავარძლების საზურგეებს შორის მდებარეობს.

 

ავტომობილი აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, დაწყებული ბრმა ზონების კონტროლიდან, დასრულებული პარკირების ასისტენტის ფუნქციით. Zeekr-ის უსაფრთხოების სისტემები შვედური ვოლვოს შთაგონებით შეიქმნა და ინტეგრირდა ავტომობილში. 

 

ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია, თავად გამოცადოს გამორჩეული ელექტრომობილის შესაძლებლობები. Zeekr 001-ის შეძენა Autogallery-ს შოურუმშია შესაძლებელი.

 

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები