2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ხალხი რომ ისტერიკაშია: ვაიმე, სახლში გამოგვკეტესო... ვერ გავიგე, ნეტა, ადრე სად დადიოდნენ? „ხოშიანად“ ვისვენებ” - სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ იზოლაციის პირობებში კარგად ისვენებს „თინეიჯერობის ასაკამდე საგანგებო რეჟიმსა და კარანტინში ვცხოვრობდი – ეს ჩემმა მშობლებმა დამიწესეს. საღამოს 9 საათის მერე, გარეთ გასვლის უფლება არ მქონდა. თუმცა, ჩემი მეგობრები მოდიოდნენ და ურთიერთობის დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდიდი. ჩემი მშობლების ახლა უფრო მესმის. ახლა ხალხი რომ წუწუნებს და ისტერიკაშია: ვაიმე, სახლში გამოგვკეტესო... ვერ გავიგე, ნეტა, ადრე სად დადიოდნენ? ყველგან ერთსა და იმავე ხალხს ვხედავდი. მე ძალიან არ განვიცდი ამ ამბავს. ერთადერთი, განვიცდი იმას, რომ მეგობრები ვეღარ მოდიან. შეიძლებოდა, მთელი კვირა არ გავსულიყავი გარეთ, საქმისა და მაღაზიის გარდა, მაგრამ კვირაში ერთი დღე - ყოველ პარასკევს, მეგობრებმა დავაწესეთ გამოგონილი დაბადების დღე. ვიკრიბებოდით, ვზეიმობდით და ვერთობოდით. მხოლოდ ეს მომაკლდა, თორემ ისე, „ხოშიანად“ ვისვენებ, გაუგებარ დროს ვიღვიძებ, ბიოლოგიური საათი მაქვს არეული (იცინის). ისედაც მიჭირს ღამე დაძინება, ახლა საერთოდ არ მძინავს და თუ ჩამეძინა, შუადღისას მეღვიძება. თან, დიდად არ დავდიოდი გასართობად და შესაბამისად, არც ეს შეზღუდვები მიქმნის პრობლემას“, - ამბობს სალომე გოგიაშვილი. წყარო: თბილისელები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები