2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

22 წლის სტუდენტი ეკლესიაში მოკლეს

 ნიგერიაში 22 წლის სტუდენტი უვავერა ომოზუვას ეკლესიაში მოკლეს.

 ინციდენტი ბენინ სიტიში მოხდა. უვავერა მის სახლთან მდებარე ეკლესიაში წასაკითხად ხშირად დადიოდა, რადგან იქ თავს მშვიდად გრძნობდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, 3 დღის წინ, როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკლესიაში კითხულობდა, იქ რამდენიმე კაცი შევიდა, რომლებმაც გოგო ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ცეცხლსაქრობი ჩაარტყეს. ქალი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები