2 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამამ 14 წლის შვილს თავი ნამგლით მოჰკვეთა - საზარელი მკვლელობა

ირანში ე.წ. ღირსების მკვლელობას 14 წლის გოგო, რომინა აშრაფი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მან შვილი 35 წლის შეყვარებულთან ერთად გაქცევის გამო მოკლა, რადგან მათ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა.

გაქცეული წყვილი პოლიციამ დააკავა და მოზარდი სახლში დააბრუნეს. არსებული ინფორმაციით, მამა შვილის საძინებელში შევიდა და თავი ნამგლით მოჰკვეთა.

მომხდარმა ქვეყანაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოება „ღირსების მკვლელობის" პრაქტიკის მოსპობას ითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები