0 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილს ასეთი პოზიცია აქვს - დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, ის ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს გამარჯვებას ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ძალა ერთობაშია და არავითარ დაშლაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს  აქვს სურვილი ყველას ახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და პარტიის დაშლაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს.

„არაფერში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი, მაგრამ ახლა ასეთი პოზიცია აქვს - ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ ახლა, დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებსო. ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე არ იყოს ლაპარაკი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე მთელი ეს პერიოდი არასდროს დაუძრავს კრინტი ჩემთან და პირველად ახლა მითხრა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები