2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბიზნესმა ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით გამართულ ვორქშოფებს უმასპინძლა

თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, თიბისი ბიზნესის განათლების ფარგლებში, თბილისსა და გორში ორი შეხვედრა გაიმართა.

თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაყიდონ პროდუქტი ონლაინ. კურსს უძღვებოდა  ელექტრონული კომერციის სპეციალისტი და "QisaBags"-ის დამფუძნებელი ეკატერინე რამიშვილი.

შეხვედრაზე, რომელსაც 30 ადმიანი ესწრებოდა, განხილული იყო შემდეგი თემები:

·         ელექტრონული კომერციის ტიპები;

·         ონლაინ ბაზრების ტიპები;

·         Amazon-ის მიმოხილვა ( FBA, FBM); Amazon Brand Registry - ბრენდის პოზიციონირება ამაზონზე;

·         SAAS პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი;

·         Shopify-ზე ვებგვერდის აწყობის პრინციპები;

·         ლენდინგ გვერდის ტიპები და სტრუქტურა;

·         პროდუქტის ონლაინ სივრცეში განთავსების წესები;

·         Pinterest პლატფორმის მიმოხოლვა;

·         საძიებო სისტემების (SEO) მუშაობის პრინციპები;

·         Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი და რენკინგის ფაქტორები;

·         საკვანძო სიტყვების განხილვა და პრაქტიკული ხელსაწყობის გამოყენება; (SEMRUSH, Keyword Magic Tool)

·         SEO (On-Page; Off-Page; Technical SEO; Local SEO);

·         Google Search Console ხელსაწყოს პრაქტიკული გამოყენება.

·         SEM - საძიებო სისტემის მარკეტინგი Google Ads მიმოხილვა.

 

გორში გამართული ვორქშოფის მთავარი თემა კი საგადასახადო საკითხები იყო, რომელსაც უძღვებოდა აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.

ვორქშოფზე საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები