2 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ქალურობაზე ნუ დასცინით ერთმანეთს, კაცებო! იამაყეთ!” – ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში, წერს:

ძალიან მაინტერესებს ირაკლი კობახიძე რომ ნიკა გვარამიას “ქალაჩუნას” ეძახის რომელი სიძულვილის გამოვლინებაა? რომელი მოტრეტილი-ბელენძგვერა მაჩო კაცი კობახიძე გვყავს, გვარამია რომ “ექალაჩუნება”? რას გვეუბნება ამით, რომ ფემინურობა კაცში დასაძრახია?! მაშინ თვითონ რატომ არ დათმო თავისი ფემინურობა? (სხვათაშორის, ძალიანაც სწორად მოიქცა, რომ არ შეელია თავის გრძელ თმას). ჰოდა, თვითონ თუ არ თმობს თავის წილ “ფემინურობას”, სხვისგან რას ითხოვს? (აქვე დავძენ ფემინურობა ძალიან კარგია და ძალიანაც უხდებათ კაცებს, ისევე, როგორც ქალებს უხდებათ მასკულინობა).

გვაქვს ადამიანებს იმის თავისუფლება, რომ თავი ისეთი სამოსით, ვარცხნილობით და მანერებით წარმოვაჩინოთ, როგორიც მოგვწონს და გვეკომფორტულება და ეს არ იცის ირაკლი კობახიძემ, რომელიც თავს კონსტიტუციის მამას უწოდებს?! თუ უფლებები მხოლოდ ფურცელზე დასაწერად მოსწონს, რეალურ ცხოვრებაში კი არ სურს მათი პატივისცემა?

ქალურობაზე ნუ დასცინით ერთმანეთს, კაცებო!

ძალიან, ძალიან მაგარი რამეა ქალობა და იამაყეთ, თუ რამე გცხიათ ქალისა. ქალურობა სირცხვილი არ არის!

პ.ს. თუ ვინმე გამოენთება და მეტყვის რომ “ქალაჩუნობაში” ქალურობა არ იგულისხმებოდა, სიტყვას დაუკვირდეს. და თუ მაინც დაიჟინებს, რომ უბრალოდ ცუდად შერჩეულია სიტყვაა და მშიშარას გულისხმობდა… ოღონდაცა რააა… მშიშარას გარდა ყველაფერი შეიძლება ეძახო ნიკა გვარამიას.

დიახ, ი. კობახიძის ეს გამოთქმა არის სექსიზმი. და მარტო ნიკა გვარამიას კი არ მიემართება, მთელ საქალეთს და ქალობას ამცირებს.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები