0 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა, საპასუხოდ კი პელოსიმ ტრამპის გამოსვლის ტექსტი დახია

ჩამოტვირთვა

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესში ყოველწიური მიმართვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლამდე დონალდ ტრამპმა თავისი მოხსენების ასლები პრეზიდიუმის ხელმძღვანელებს ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსსა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის დაურიგა. 

პელოსიმ საპასუხოდ პრეზიდენტს ხელი გაუწოდა, თუმცა ტრამპმა მას ხელი არ ჩამოართვა. თეთრი სახლის ლიდერის გამოსვლის დასრულების შემდეგ პელოსიმ ტრამპის გამოსვლის ტექსტი დემონსტრაციულად დახია.

ტრამპსა და პელოსის შორის კონფლიქტი დიდი ხანია არსებობს. მათი ურთიერთობები განსაკუთრებით იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ დაიძაბა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები