0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"მე ვაყენებ ჩემ კანდიდატურას პრეზიდენტობაზე" – სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია

ჩამოტვირთვა

სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ გამოწვევაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა.

„ოფიციალურად ვაყენებ ჩემ კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე, ეს არ მომხდარა ერთ დღეში, რადგან ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ფიქრობდეს ამაზე ადამიანი და იცით, რომ 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მისვლა არის საკმაოდ მძიმე, მეტადრე იმ დროს, როდესაც ამ დღეებში იყო ჩემი შვილის ქორწილი, რაც ნიშნავს, რომ ალბათ მალე შვილიშვილები იქნებიან. ვიცი, რომ ამ ვალდებულებას ნაკლებად შევასრულებ და ამაზეც ვფიქრობდი ამ დღეებში, როცა ვფიქრობდი ჩავერთო თუ არ ჩავერთო აღნიშნულ მარათონში.

ეს არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების და ყველა მათ წინაშე, რომლებმაც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ ეს ვეღარ აცოცხლეს, ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა. ბევრი იყო ჩემს ოჯახში, ვინც იქნებოდა საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი, ვერ გახდა ვერც პრეზიდენტი და ვერც პარლამენტში იმუშავა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები