0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დემნა გვასალიამ, სოხუმელმა (არ ვიცოდი აქამდე, ჩემდა სამარცხვინოდ), პარიზში ახალი კოლექცია წარადგინა - "სოხუმი"

ცნობილმა  დიზაინერმა, დემნა გვასალიამ, პარიზშიVETEMENS SS 2019-ის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც მთლიანად ქართული თემატიკითაა შექმნილი.

მაისურები ქართული წარწერებით, საქართველოს დროშა, “ბოლო ზარის” პერანგები, ომის თემა და სოხუმი – ამ თემატიკით შექმნილი სამოსი ჩააცვა დემნამ დღეს ქართველ და უცხოელ მოდელებს.


აღნიშნულ ფაქტს ნიკა გვარამია გამოეხმაურა.

"დემნა გვასალიამ, სოხუმელმა (არ ვიცოდი აქამდე, ჩემდა სამარცხვინოდ), პარიზში ახალი კოლექცია წარადგინა - "სოხუმი"- წერს გვარამია სოციალურ ქსელში.


დემნა გვასალია ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები