0 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სპეცოპერაიცა თბილისის ღამის კლუბებში - შსს-ს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისი კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განმარტებებს დღეს დღის განმავლობაში გააკეთებს.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში - ბასიანსა და გალერიში, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს ამ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე 5 კლუბი ერთი დღით დაილუქება, განჩინებაში აღნიშნულია, რომ კლუბების დალუქვის მოთხოვნით სასამართლოს პროკურორმა მიმართა. მისი მოთხოვნის თანახმად, სამართალდამცველებს ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ჩხრეკის ჩატარების უფლება ეძლევათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები