0 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

25 ათასი არ დაღუპულა კორონავირუსით 96,3% სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა, ნუ იყენებთ გარდაცვლილებს – იტალიელი დეპუტატის ემოციური გამოსვლა

იტალიის პალატის დეპუტატი ვიტორიო სგარბი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გააყალბეს. სგარბის ემოციურ გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც დეპუტარი აცხადებს იტალიის ხელისუფლება კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას აყალბებს რადგან 25 ათასი გარდაცვლილიდან 96.3 სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა და არა კორონავირუსით როგორც ეს სტატისტიკაშია. მისი განცხადებით ეს სტატისტიკა იმისთვის სჭირდებათ რომ იტალიის მოსახლეობა ტერორში ჰყავდეთ და დიქტატურა დაამყარონ.

„ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები დიქტატურის წინააღმდეგ და სიმართლის დასამტკიცებლად. მოდი, ნუ ვაქცევთ ამ პალატას სიცრუის სახლად. მეცნიერები, ვინც მოიწვიეთ, ამტკიცებენ, რომ ეს ვირუსი მცირედით არის უარესი ჩვეულებრივ გრიპზე. ამის შესახებ ყველამ კარგად იცით. მოდი, ჟან ბატისტას პრინციპი მაინც დავიცვათ, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ მხოლოდ ის, რასაც ვაკეთებთ.

თქვენ მოისმინეთ და წარმოგიდგინეს ციფრები. მეც მინდა, ეს ციფრები წარმოგიდგინოთ. არ უნდა ვამტკიცოთ, რომ იტალიაში კორონავირუსით 25 000 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არ არის მართალი. ნუ აურევთ ამ ციფრებს. ციფრები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა, ამტკიცებს, რომ ამ გარდაცვლილთაგან 96,3% სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა. თქვენ უნდა აღიაროთ, რომ მართალს ვამბობ. მე ეს ყველაფერი შევისწავლე. ხალხი სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა. თუ თქვენ ამის შესახებ არ იცოდით, შეისწავლეთ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები. სანამ იტალია წითელ ზონად რჩებოდა, აქ არავინ ატარებდა ნიღაბს. დღეს კი პაძინი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ნიღბის გარეშეა. ეს უბრალოდ სასაცილოა.

რას აკეთებთ, დაფიქრდით. გერმანიაში სკოლებში გააგრძელებენ სწავლას და ჩვენ რას ვაკეთებთ? გერმანიამ დაამტკიცა, რომ ის ძლიერია საკუთარ გადაწყვეტილებებში. ჩვენთან კი აღმოჩნდა, რომ უბრალოდ დამცირებულები ვართ. მე პირველი გამოვდიოდი პარლამენტის დახურვის ინიციატივით, მაგრამ დღეს მე აქ ვარ და ყველა ნიღბებშია, ისე როგორც მასკარადზე. და თუ ნიღბის გარეშე ხართ, ყველა თქვენზე ხელით უთითებს.

დადეთ გარდაცვლილთა ზუსტი მონაცემი. მოდი, შევწყვიტოთ ტყუილი, შევწყვიტოთ ფეიკმონაცემების გავრცელება. მეცნიერი ბაზიტი აცხადებს, რომ გარდაცვილთა შორის უმეტესობა გულის დაავადებებითა და სიმსივნით დაიღუპნენ. მოდი, ნუ გამოვიყენებთ გარდაცვლილებს იტალიის დასაღუპად. 25 ათასი ადამიანი არ დაღუპულა იტალიაში კორონავირუსით, ეს არასწორია. მოგვაწოდეთ ნამდვილი ციფრები. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი ადამიანებზე, ეს უბრალოდ სასაცილოა“, – განაცხადა სგარბიმ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები