0 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯანმოს პრესმდივანი: ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს, ამიტომ პირბადის ტარება მომავალში ნორმად იქცევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესმდივნის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, პირბადის ტარება მომავალში ნორმად იქცევა. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებს ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევთ.

„ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს და ჩვენ არ ვიცით, ექნებათ თუ არა იმუნიტეტი იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, როდის გვექნება ვაქცინა, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, რისკჯგუფში შემავალ ადამიანებზე ზრუნვა, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ შევაჩეროთ გავრცელება. მაგალითად, 25 წლის წინ ყველამ გავიგეთ შიდსის და სექსთან მისი კავშირის შესახებ. ამის გამო ძალიან ბევრმა შეცვალა ცხოვრების წესი და ახლა განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ“, – განაცხადა დევიდ ნაბარომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები