0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რეკომენდაცია?" - ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მათი დაფინანსების საკითხს გადახედავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.

დონალდ ტრამპის აზრით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჩინეთს. ტრამპი „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს ორგანიზაცია ძირითადად აშშ-ისგან ფინანსდება. ტრამპის თქმით, ამას გადახედავენ.

​„საბედნიეროდ, ადრე უარვყავი მათი რჩევა, ჩინეთისთვის ჩვენი საზღვრები ღიად დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რეკომენდაცია?“ – წერს ტრამპი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები