0 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მაგთიკომის“ თანამშრომელები გაიფიცნენ და ხელფასის გაზრდას ითხოვს

"მაგთიკომის“ თანამშრომელები ხელფასის გაზრდას ითხოვს. 300-მდე  ინჟინერ-ტექნიკოსი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით „მაგთიკომის“ სათავო ოფისთან შეიკრიბა. როგორც  დასაქმებულები აცხადებენ, არსებული სახელფასო ანაზღაურება covid-პანდემიის და მაღალი ინფლაციის პირობებში ძალიან დაბალია. ისინი სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. 

"მაგთიკომის თანამშრომლების გარკვეული ჯგუფი ითხოვს სამუშაო პირობების გადახედვას. მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვას გონივრულობის ფარგლებში.


მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო, მაგთიკომში ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზარდა და ეს შეეხო უკლებლივ ყველათანამშრომელს. რეგიონის ინჟინერ-ტექნიკოსებს კი, ხელფასები გაეზარდათ 23%-ით.

"მაგთიკომში" გარკვეულ ჯგუფებზე მოქმედებს საბონუსე სისტემა. ბონუსები მიიღეს იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც დღეს სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვენ.

კოვიდპანდემიის პერიოდში კონკრეტულად ინჟინერ-ტექნიკოსების ჯგუფებზე "მაგთიკომის" მიერ გაცემულმა ბონუსმა თითქმის 3 მილიონი ლარი შეადგინა.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ "მაგთიკომის" ოპერირების ისტორიაში არ ყოფილა არცერთი პრეცედენტი იმისა, რომ თანამშრომელს ხელფასი დანიშნულ დღეს არ მიეღოს.

"მაგთიკომი" გადადგამს შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად”, - ნათქვამია კომპანიის განცხდებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები