0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ამ პოსტს ხელის კანკალით ვწერ, ბავშვი ვარ, 19 წლის ბავშვი” – მაკო გომურის ემოციური წერილი

მაკო გომური სოციალურ ქსელში აქვეყნებს სქრინს და წერს:

“რაღაც ჩემს სქრინს აფრიალებენ რამდენიმე დღეა და ათასი საშინელი სიტყვებით მლანძღავენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ საერთოდ.

არ უნდა ვწერდე ამ პოსტს,რადგან არავისთან არაფერი არ მაქვს ასახსნელი, ვინც მიცნობს იცის ვინც ვარ ან როგორიც.

ბოლო 2 კვირააა უამრავი პოსტი მხვდება, სადაც დამცინიან, სასაცილოდ იგდებენ ჩემს თვალს და ბოდიშით, ამ ყველაფერს კორექტულად თუ არ ვხვდები.
მეც ადამიანი ვარ, რობოტი არ ვარ, ყველაფერს რკინასავით დავხვდე და გავუძლო. ბავშვი ვარ. 19 წლის ბავშვი.

1 წელია ისეთ სტრესში მიწევს ყოფა,მეტი რომ არ შეიძლება წარმოვიდგინო და ვიღაც ტიპები, რომლებსაც მეტი საქმე არ აქვთ და ცხოვრებაში ერთი კარგიც არ აქვთ გაკეთებული, ჩემს მორალს და ზნეობას განიხილავენ.

კიდევ ერთი, არავინ გაბედოს და პოლიტიკურობაში არ დამდოს ბრალი.
მაგაზე ბინძური და აყროლებული არაფერი არსებობს.

მე თუ საკუთარი სიმართლისთვის ვიბრძვი და მინდა ბოლო ადამიანი ვიყო ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს დასთხრის მიშა თუ ბიძინა თუ გახარია თუ ვანო, ამის გამო ნუ გადამივლით.

და აი ახლა, ამ პოსტს ხელის კანკალით რომ ვწერ და ამხელა ფსიქოლოგიურ და მენტალურ სტრესს ვიღებ, ამაზე თქვენ აგებთ პასუხს?

ნუ მაკისრებთ იმ პასუხისმგებლობებს, რაც იმ ადამიანებსაც არ აქვთ, ვინც საჭიროა.

აქვე, ვინც ჩემი უცენზურობით შეწუხდით, ალბათ ცხოვრებაში არასდროს გითქვამთ გაბრაზებულზე რამე ცუდი.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები