თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ენთუზიასტები არაერთ საინტერესო საერთაშორისო თუ ადგილობრივ სპიკერს მოუსმენენ, პანელურ დისკუსიებს დაესწრებიან, მონაწილეობას მიიღებენ ვორქშოფებში და იმ მრავალფეროვანი აქტივობებით დაკავდებიან, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაზე დადებითად აისახება.
GeoSTQB-ის ორგანიზებით გამართული Tester’s Day-ის ყოველი ღონისძიება წინაზე მასშტაბური, საინტერესო და სასარგებლოა. GeoSTQB-ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი, ნათია სირბილაძე თვლის, რომ წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული იქნება და იმ მიზეზებზეც დეტალურად საუბრობს, თუ რატომ უნდა დაესწროთ და რას უნდა ელოდოთ Tester’s Day 2024-ისგან.
უნიკალური, მრავალფეროვანი პროგრამა და დინამიური პანელური დისკუსიები
ცხადია, ნებისმიერი ტექნოლოგიური ღონისძიების მთავარი და ყველაზე მნშვნელოვანი ნაწილი სპიკერები არიან, რომელთა გამოსვლებიც, საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ ღონისძიების წარმატებულობას განსაზღვრავს. ამ მხრივ, Tester’s Day 2024 ნამდვილად გამორჩეული იქნება. მაგალითად, ენდრიუ ნაითი - ავტომატიზაციის გურუ და AutomationPanda-ს დამფუძნებელი - ავტომატური ტესტების სკალირების შესახებ თავის გამოცდილებას გააზიარებს.
“ყოველი წელი არის განსაკუთრებული, რადგან თემებს გამორჩეულად ვარჩევთ, არასდროს მეორდება ან მიმართულება აქვს განსხვავებული. ვაკვირდებით საერთაშორისო ტენდენციებსა და ადგილობრივ ბაზარს, შესაბამისად ხდება თემების შერჩევაც. გარდა ამისა, წელს გვემატება ისეთი თემები როგორიცაა თამაშების ტესტირება”. - გვიყვება ნათია სირბილაძე.
როგორც ნათია ამბობს, Tester’s Day 2024-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი თემებისა და მიდგომების განხვილვა იქნება, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას რაღაც ახალს, თანამედროვეს ასწავლის, რაც მათ თავდაჯერებასა და პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.
მაგალითად, ტესტერების თერაპია - ტესტირება მხოლოდ ტექნიკურ უნარებს არ მოიცავს. ის ასევე სწორი მიდგომებისა და პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. ნათია ფიქრობს, რომ ეს სესია კონცენტრირებული იქნება იმ რბილ უნარებზე, რომლებიც ყველა ტესტერმა უნდა განავითაროს.
“ასევე, ძალიან ხშირად რაც ყველას აწუხებს უკვე არსებულ პროდუქტზე ტესტირების მიდგომების ჩაშვება და დანერგვაა, ამ თემასაც შევეხებით; ამასთან, ტესტირების პირამიდის მიდგომასაც განვიხილავთ, რომელსაც ადრე არ შევხებივართ. გვექნება ახალი პროდუქტის პრეზერნტაციაც - Practical Tester-ი, რომელიც AI-ის იყენებს. ეს მსოფლიოში სიახლეა და ცხადია, საქართველოშიც უნდა შემოვიდეს”. - ამბობს ნათია.
წლევანდელი ღონისძიების ახალი ელემენტი “ღია სივრცე” იქნება, სადაც ყველას, ვისაც პროგრამული უზღუნველყოფის ტესტირების გარშემო რაიმეს გაზიარების სურვილი ექნება, შეეძლება თავისი თავი საჯარო გამოსვლებში გამოსცადოს.
ტესტერთა დღეზე თიბისის ტექ გუნდის წევრი, ალეკო ისკონიანი, რომელსაც ტექნოლოგიების სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აქვს, დამსწრე საზოგადოებას თიბისიში ახალი ტესტირების სტრატეგიის გამოყენების პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებს. ხოლო თიბისის ტექ გუნდის კიდევ ერთი წევრი, ირინა ინაშვილი ტექნოლოგიების ენთუზიასტებს იმ ხელსაწყოებსა და პრაქტიკებზე ესაუბრება, რომლებიც ტესტირების დროს გამოწვევებისა და პროცესების ეფექტურ მართვაში დაგეხმარებათ. ცხადია, ეს იმ სპიკერებისა და თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Tester’s Day 2024-ზე თქვენი ყურადღების მიპყრობას შეეცდებიან.
“თიბისი ჩვენი მთავარი სპონსორია და უკვე სამი წელია ერთგულად ერთად მოვდივართ. მსგავსი მასშტაბის ტექ კომპანიის ჩართულობა ამ ღონისძიებაში საინტერესოა ტექ ქომუნითისთვის, რადგან სწორედ ასეთი კომპანიებისგან შეუძლიათ უკვე არსებული, ჩაშვებული პროექტები, ქეისები და გამოცდილება მოისმინონ. ერთად ვახერხებთ, რომ ღონისძიება იყოს მიმართული ზრდისკენ , სიახლეებისკენ და განვითარებისკენ”, - ამბობს ნათია.
საერთო ჯამში, ტესტერების დღე 2024 დაუვიწყარი ღონისძიება იქნება, რომელიც თქვენი უნარების განვითარებაზე, თანამედროვე ტენდენციებთან თქვენს სიახლოვესა და პროფესიულ გაზრდაზე იზრუნებს.
ღონისძიებაზე რეგისტრაცია და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
კომენტარები