0 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სააკაშვილის შესაძლო დაკავება უფრო გაართულებს „ქართული ოცნების“ ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან - Freedom House

"სააკაშვილის შესაძლო დაკავება უფრო გაართულებს „ქართული ოცნების“ ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან,"- ამის შესახებ Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება კვლავაც ისწრაფვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასამართლებისკენ. 

„ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მთავრობამ უმეტესწილად თავი დაანება ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა ყოფილი ოფიციალური პირების დაკავებას და სამართლებრივ დევნას. თუმცა ხელისუფლება ჯერ კიდევ მიისწრაფვის ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის, გასამართლებისკენ, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს აგვისტოში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კვლავ მოითხოვა სააკაშვილის ექსტრადირება ქონების არაკანონიერი მისაკუთრებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საფუძველზე. სააკაშვილის შესაძლო დაკავება უფრო გაართულებს „ქართული ოცნების“ ურთიერთობას ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან, რომელიც ყურადღებით აკვირდება ე.წ. "სამართლიანობის აღდგენის" პოლიტიკას, განსაკუთრებით საქართველოს სასამართლო სისტემის პოლიტიზირების ფონზე. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიმსახურა ობიექტური კრიტიკის თავისი წილი საერთაშორისო გაერთიანების მხრიდან მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ვენდეტისთვის,“- აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები