0 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

თბილისში დაჭრილი ერთ-ერთი მოზარდი „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია

თბილისში დაჭრილი ორი მოზარდიდან ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბ „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელია.

როგორ ჟურნალისტებს კლუბის პრეზიდენტმა გეგი კიკაბიძემ განუცხადა, მოზარდი დღეს ვარჯიშზე იმყოფებოდა.


„ტელევიზიის საშუალებით გავიგე მომხდარის შესახებ. ვარჯიშზე იყო დღეს ჩვეულებრივად, შემდეგ მამამისმა წაიყვანა კერძო მასწავლებელთან, სავარაუდოდ ამის შემდეგ მოხდა აღნიშნული ფაქტი.


ჩვენი გუნდი ზოგადად გმობს ძალადობას, რაც შეეხება დაჭრილ მოზარდს, ის არანაირი აგრესიით არ გამოირჩევა, პირიქით, ჩვენი გუნდის დიდი პლუსია, რომ ყველა მოთამაშე თითქმის ერთად არის გაზრდილი და ბავშობიდან ერთად მოდიან“,- განაცხადა კიკაბიძემ.


დღეს დაჭრილი ორივე მოზარდი თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. როგორც სკოლის დირექტორმა მიხეილ ჩიკვილაძემ განაცხადა, შემთხვევა საბურთალოზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე მოხდა.


ორივე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება.


მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები