2 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენს ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება.

„ჩვენს ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება. ვსაუბრობ არა იმდენად ახალ ტექსტზე, რამდენადაც მისი შექმნისა და მიღების ახალ მეთოდზე. ჩვენ გვჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელსაც ხალხი მათ მიერ შექმნილად და მიღებულად თვლის და მიიჩნევს, რომ ის, რაც მასში წერია შეესაბამება მათ იდეებს მათ მიერ შექმნილი სახელმწიფოს შესახებ და ამ სახელმწიფოში ხალხსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობების შესახებ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, იანვარში, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, არამედ ახალი კონსტიტუცია. მან ეს მსოფლიოსა და ამიერკავკასიაში მომხდარი ცვლილებებით ახსნა.

პრემიერის თქმით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს რეფერენდუმზე ხალხის მიერ მიღებული კონსტიტუცია, რომლის შედეგებმაც ეჭვები არ უნდა გააჩინოს და ამ კონსტიტუციამ უნდა გახადოს სომხეთი უფრო კონკურენტუნარიანი და სიცოცხლისუნარიანი ახალ გეოპოლიტიკურ და რეგიონულ პირობებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები