2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ათენის არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

როგორც ემიგრანტები აცხადებენ, ერთ-ერთ ქართველს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ის საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს.

ემიგრანტის, ხატია მახარეიშვილის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.

„გოგონა გვყავს ქართველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ. რომ რაიმე დასჭირდეს გოგოს, ძალიან რთულად ხდება ექიმთან მიყვანა, საავადმყოფოში გადაყვანა. არც არავინ მოსულა. წესით დღეს დილით აქ უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს საელჩოდან წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა ეკითხათ, რა მდგომარეობა იყო ან ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ, სად ვცხოვრობთ. არავინ მოსულა, არც დაურეკავთ იმის მერე, რაც გაიგეს, რომ ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტებთან,“ - აცხადებს ხატია მახარეიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო. ემიგრანტების თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე პაკისტანის მოქალაქე გარდაიცვალა. მათივე განცხადებით, არეულობის დროს, სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები