2 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო - ყველაფერი უკრაინის ხელშია - თუ მათ არ სურთ სიკვდილი, კონფლიქტი უნდა შეწყვიტონ

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია.

"ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მეტიც, დიდი რაოდენობით ადამიანების, ეს უნდა შეწყვიტონ, რადგან შემდგომში უკრაინის სრული განადგურება იქნება", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, უკრაინა შეიძლება არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, არამედ მთლიანად განადგურდეს. ამიტომ, ის უკრაინელებს „ურჩევს“, ომი შეწყვიტონ.

ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინელებს, რუსებსა და ბელარუსებს მომავალში შეუძლიათ არა მხოლოდ ითანამშრომლონ, არამედ „მეგობრებიც“ იყვნენ. „მშვიდობა, მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა", - დასძინა ლუკაშენკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები