2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამუშაო გარემოს მრავალფეროვნება თიბისიში

თიბისი 32 წელია დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად ვითარდება, მუდმივად ცდილობს, თანამშრომლებს ჯანსაღი სამუშაო პირობები და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები შესთავაზოს. აქ იციან, რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და თავისი საქმე სიყვარულითა და ენთუზიაზმით აკეთოს. თიბისიში სამუშაო გარემო უდიდეს გავლენას ახდენს თითოეულ თანამშრომელზე და შესაბამისად, კომპანიის წარმატებაში.

 

"თიბისი სწავლისა და განვითარების მუდმივ შესაძლებლობას მაძლევს. აქ აფასებენ ინოვაციებს, თანამშრომლობასა და პროფესიულ წინსვლას" — პროდუქტის დიზაინერი, ია ხარაბაძე.

 

"თიბისელობა ნიშნავს ერთი დიდი გუნდის წევრობას, სადაც განვითარებისა და სიახლეების აღმოჩენის უსაზღვრო შესაძლებლობა გაქვს"— ლუკა მირიანაშვილი, თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსი.

 

თიბისიში თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მათ პიროვნული და კარიერული განვითარების არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს: გარდა ჯანმრთელობის სტანდარტული დაზღვევისა, თიბისელებს აქვთ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაც. მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში, თიბისიში დასაქმებულები სარგებლობენ ფსიქოლოგთან ვიზიტით, გასვლითი ვარჯიშებით, თერაპიული ვორქშოპებით, სპეციალური ფასდაკლებებით, სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით, სპორტული აქტივობებითა თუ გასართობი შეხვედრებით.

 

თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაც იქნება ჯანსაღი ურთიერთობები, მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო და განვითარების არაერთი შესაძლებლობა, მაშინ გაგიმართლა — თიბისის გუნდი ახალ წევრებს ეძებს.

 

შეუერთდი თიბისის და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე — გახდი თიბისელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები