თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს საბურავების შეძენის ახალ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის ონლაინმაღაზიას, shop.tegetamotors.ge-ს, ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, საბურავები პირდაპირ ევროპიდან „თეგეტა შოპის“ ვებგვერდის საშუალებით გამოიწეროს. უცხოურ მარკეტებზე საბურავების შეკვეთა თეგეტას ფილიალებში აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა ახლა მომხმარებელს შეკვეთის გაფორმება სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლება.
ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „სანამ „თეგეტა შოპს“ ახალი ფუნქცია დაემატებოდა, საბურავების შესაკვეთად მომხმარებელს ფილიალში მოსვლა უწევდა. შეკვეთის სრული პროცესის გავლა, დაწყებული შერჩევიდან დასრულებული მოთხოვნის გაგზავნამდე, გარკვეულ ვადებს მოითხოვდა და მომხმარებელს დადასტურებულად დაახლოებით ორ დღეში ვატყობინებდით პასუხს ხელმისაწვდომობაზე, ფასსა და ჩამოტანის ვადებზე. ახლა ეს პროცედურა გამარტივებულია და მომხმარებელი ონლაინ, მოკლე დროში აფორმებს შეკვეთას. შესაბამისად, ზოგავს დროს და აქვს წვდომა უფრო ფართო ასორტიმენტზე.
აქვე ვიტყვი, რომ მომხმარებელს შეუძლია, შეუკვეთოს როგორც „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში არსებული, ისე ისეთი ბრენდის საბურავები, რომლებიც ჩვენს პორტფელში არ გვაქვს ან ამჟამად არ არის ადგილზე. ახალ კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პირდაპირი წვდომა გვაქვს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობის მარაგზე, რომელიც გადმოტანილია „თეგეტა შოპზე“.
საბურავების შეკვეთის პროცესი თეგეტას ონლაინმაღაზიაში რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მომხმარებელი „თეგეტა შოპზე“ არჩევს სასურველ საბურავს, რაოდენობას და განათავსებს შეკვეთას. ამის შემდგომ შეკვეთა მიდის საბურავების გუნდის შესყიდვების ოპერატორთან, რომელიც ამოწმებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას, ადასტურებს შეკვეთას და მომხმარებელს უგზავნის შეტყობინებას, რომ საბურავები შეკვეთილია.
ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „ვფიქრობ, ახალი სერვისი მაქსიმალურად კომფორტულია ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ მათ ისეთი საბურავების შეკვეთა უნდათ, რომელიც ჩვენს მარაგში არ არის, შესაკვეთად ფილიალებში მოსვლა აღარ დასჭირდებათ და სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ შეძენას. პროდუქციის ჩამოტანას სტანდარტულად 20-25 დღე სჭირდება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ შესასყიდი ფასის ნახვაც იქვე, ონლაინ არის შესაძლებელი“.
„თეგეტა მოტორსის“ პორტფელში საბურავების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. კომპანია მსოფლიოში წამყვანი ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური იმპორტიორია ქვეყანაში, როგორებიცაა: „ბრიჯსტოუნი“, „მიშლენი“, „კონტინენტალი“ და „იოკოჰამა“. მათ შორის ფლაგმანი „ბრიჯსტოუნია“, რომელთანაც თეგეტა უკვე 25 წელია პარტნიორობს და მისი ოფიციალური იმპორტიორია ქვეყანაში.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები