1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინი წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ კომაშია - უცხოური მედია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კომაშია წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, რომლის დროსაც მას სიმსივნე ამოკვეთეს. ახლა ის რეანიმაციაშია, სადაც მისი სიცოცხლე ხელოვნურად, აპარატის მეშვეობით ნარჩუნდება. ამის შესახებ დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა “Обозреватель” წერს.

მისი ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს ყველა ნიშანი აქვს თავის ტვინის ღეროს რეფლექსების დათრგუნვისა, რამაც მგრძნობელობის დაქვეითება გამოიწვია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინის გარემოცვა პრეზიდენტის კომატოზურ მდგომარეობას იმ მომენტამდე მალავს, სანამ კრემლში არ გადაწყვეტენ, ვინ გახდება მისი მემკვიდრე. მანამდე კი საჯაროდ პუტინის ორეულები ჩნდებიან, რათა მედიისთვის აუცილებელი ვიდეოგამოსახულება შეიქმნას.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს მიმართოს თურქეთის პრეზიდენტს თხოვნით, დააანონსოს უკრაინის პრეზიდენტის და პუტინის შეხვედრა, რომელსაც თურქეთის ლიდერიც დაესწრება.

თუმცა, არსებობს ალბათობა რომ სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრა ვერ შედგება, რადგან რისკია, გამჟღავნდეს, რომ პუტინის ნაცვლად შეხვედრაში მისი ორეული მონაწილეობს. შეხვედრაზე უარის თქმის ოფიციალური მიზეზის მოსაძებნად რუსულ მხარეს უნდა უკრაინა თითქოსდა არაკონსტრუქციულ პოზიციაში დაადანაშაულოს. ამისათვის კიევს თავიდანვე მიუღებელ პირობებს წაუყენებენ.

ჟურანლისტები აღნიშნავენ, რომ პუტინის ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეიძლება მაშინ, როცა მოსკოვი მორგ ჯერზე დაიწყებს რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებებზე უარის მიზეზების კომენტირებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები