0 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ და თვითიზოლაციას აპროტესტებენ

ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზის ცენტრში ასობით ადამიანი თვითიზოლაციას აპროტესტებს - ამის შესახებ ბიბისის რუსულენოვანი გამოცემა წერს. 

მომიტინგეების თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული თვითიზოლაციის რეჟიმის გამო,  მათ სამსახურები დაკარგეს და სწორედ ამიტომ,  რესპუბლიკის მეთაურის ვიაჩესლავ ბიტაროვის გადადგომას ითხოვენ.

თავად ბიტაროვი მომიტინგეებთან მალევე გამოჩნდა და მათთან მოლაპრაკება სცადა.

"ეს დაავადება მე არ გამომიგონებია და მის სამკურნალოდ ერთადერთი საშუალება არსებობს: დარჩით სახლში",  - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა მან მომიტინგეებს. 

საბოლოოდ ბიტაროვსა და მომიტინგეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ვინაიდან ისინი ითხოვდნენ იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც პროტესტის დროს დააკავეს. 

ოფიციალური მონაცემებით, ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსის 177 დადასტურებული შემთხვევაა და  2 გარდაცვლილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები