0 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აზერბაიჯანელი დეპუტატი: პატარძლის მოტაცება ადამიანის მოტაცებასთან არ უნდა გაიგივდეს

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის [“ენი აზერბაიჯანი”] აღმასრულებელი მდივნის თავმჯდომარემ, მილი მეჯლისის საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიურ სტუქტურების საკითხებზე მომუშავე კომიტეტის თავმჯდომარემ სიავუშ ნოვრუზოვმა პროტესტი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ერთი და იგივე მუხლი ადამიანის მოტაცებისა და ქორწინების მიზნით ქალის მოტაცების ფაქტებზე არ უნდა გამოიყენებოდეს.

მისი განცხადებით, ორივე შემთხვევა სხვადასხვაა და ერთ საკანონმდებლო რეგულაციაში არ უნდა ერთიანდებოდეს ეს საკითხები.

“ერთია, როდესაც ადამიანს იტაცებენ გამოსყიდვის მიზნით, დანაშაულს ჩადიან, მეორეა – როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და ბიჭი გოგოს იტაცებს. ერთი და იმავე სასჯელის გამოყენება ორივე შემთხვევაში – არასწორია. უნდა შევიტანოთ საკანონმდებლო ცვლილება და განსხვავება განვსაზღვროთ”.

ნეტგაზეთი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები