2 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

შეყვარებულებო, სიყვარულის მოლოდიში მყოფებო მოკალათდით ეკრანებთან, ეს ვიდეო თქვენზეა...

ჩამოტვირთვა

ერთი საღამო აუცილებლად იქნება ასეთი: არ უპასუხებ ჩემს ზარებს და სახლში მოხვალგვიან; იტყვი- არ მესმოდაო, გაბრაზდები- პატარა ხომ არ ვარო?! მე პირს მოვკუმავ და არაფერს ვიტყვი. შენ კი, გაგიხარდება, რომ მე ვეჭვიანობ. შემდეგ? შემდეგ გაგრძელდება ან დასრულდა ცრემლებით ბანალურად ერთი სიყვარულის პრემიერაც. სიყვარული მარადიული თემა, ამოუხსნელი მაგრამ სასურველი, ერთდროულად ბანალურიც და საინტერესოც... სევდიანი თუ გაღიმებული გმირებით, გაგიჟებული შეგრძნებებით და საბოლოოდ ვთანხმდებით , რომ ყველანი ვეძებთ ერთსა და იმავეს – საკუთარ თავს სხვის გულში…. დავსდევთ ჩვენს ფანტომურ ოცნებებს, ძლიერ და იშვიათ ნარკოტიკს – სიყვარულს…და უბრალო ადამიანურ სიყვარულს კი არა,როგორც სასიამოვნო ემოციას,არამეტ რეზონანსს, ჩვენი სურვილების თანხვედრ ვექტორს, რომელსაც არაფერი საერთო აქვს რეალობასთან… თანდათან ისე ხდება, რომ სიყვარულის პულსს ვეღარ ანელებს…ის უკვე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს…ხან სიხარულის და ბედნიერებას ცაში აყავხარ, ხან კი… მიწაზე ძალიან მტკივნეულად დაგცემს ხოლმე და მაინც კითხვა: რა მიიღწევა სიყვარულით? პასუხი: ყველაფერი რისი მიღწევაც უნდა ადამიანს. ხშირად გვიფიქრია, საჭიროა თუ არა გვიყვარდეს. ეს საკითხავიც არ არის: სიყვარული უნდა შევიგრძნოთ. სიყვარულზე არ კამათობენ, მისკენ მიილტვიან. ჩვენ დაბადებიდანვე დაგვყვება სიყვარულის ნიჭი, რომელიც მით უფრო ვითარდება, რაც მეტ სრულყოფილებას აღწევს გონება. სწორედ ეს ნიჭი გვიბიძგებს შევიყვაროთ ის, რაც მშვენიერი გვეჩვენება, თუმც კი არავის აუხსნია ჩვენთვის, რა არის მშვენიერება. ყოველივე ამის შემდეგ, ვის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ სიყვარულისთვის ვიბადებით? მართლაც, საკუთარ თავს ვერ გავექცევით, უნდა ვაღიაროთ, რომ მუდმივად შეყვარებული ვართ. თვით იმ საგნებში, რომელშიც, ჩვენი აზრით, სიყვარული არ მოიპოვება, ეს გრძნობა ფარულად და იდუმალ არსებობს. ადამიანი წამსაც ვერ ძლებს უსიყვარულოდ და რადგან არ უყვარს საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა, მაშინ, როდესაც სიყვარული თავისას ითხოვს, იძულებულია სხვაგან, საკუთარი თავის გარეთ ეძებოს ის, ვისაც შეიყვარებს შეიყვარე სიყვარული რათა იგრძნო რომ მოხვედი ამ ქვეყნად. მოიპოვე უფლება უთხრა ხმამაღლა რომ გიყვარს. აქციე ყოველი წუთი სიყვარულის საუკუნედ, დაე ესმოდეს შენი გულისცემა ყველას და ფორიაქით ქარგავდეს ყოველი სუნთქვა სულის სიშიშვლეს. ნუ დათმობ წამს დაუტვირთავად სიყვარულისა, თორემ დაგახრჩობს სინანული. დღეს ხომ სავსეა პლანეტა მონატრებისფრად შემოსილი ჟანგბადით, დღეს ხომ ის წუთია რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებ და ყოველი შენი მაგრალიტად ქცეული ცრემლი ამაოდ გააჯერებს დედამიწას. ამიტომ მიეცი თავს უფლება დაიბადო თავიდან. აავსო ყოველი უჯრედი სიყვარულით და წამოდგე ფეხზე. მისცე თავს უფლება იფრინოს გადარეულმა შენმა ფიქრებმა ქარტეხილში და ისწავლე ბრძოლა იმისთვის რაც მთელ ქვეყნიერებად ღირს.. მოკლედ დღეს 14 თებერვალია, შეყვარებული წყვილები, მიუხედავად იმისა აღიარებან თუ არა ამ დღს სადღესასწაულო განწყობით დადიან, ზოგი ამბობს რომ 14 თებერვალი სულაც არ სჭირდება იმისთვის , რომ უყვარდეს... ზოგიც უბრალოდ სახლში ზის და თავისი მეორე ნაწილის მოლოდინშია. მოდით ყველა მოლოდინის რეჟიმში მყოფ ადამიანს ვუსურვოთ მოთმინებით დაელოდონ იმ წუთებს, როცა ეს მოხდება. აი ამ დროს კი, ზამთრის ცივ და ცარიელ დღეებშიც კი თქვენი გაზაფხული კვირტებს გაშლის, მერცხლებიც მოფრინდებიან, და ცხოვრებაც ფერებში დაგენახებათ, მანამდე კი თუ ეს ნაცრისფერი სამყარო არ გსიამოვნებთ შეგიძლიათ ფერადი სათვალე მოირგოთ და ასე დაელოდოთ თქვენი ცხოვრების მთავარ მოვლენას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები